|
2019-04-25 14:59:29, 1210 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, შახტი იქვე არსებულ გზაგამყოფ ზოლში გადავა და მოწესრიგდება, ძველი შახტის ადგილზე კი საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. „გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას დაახლოებით, სამ თვეში მოვაგვარებთ. შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ამის შემდეგ გამყოფი ზოლი გამწვანდება, სავალი გზა კი ყველანაირად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, შახტის გადატანით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება. „სავენტილაციო შახტი დაახლოებით, შვიდი მეტრი დიამეტრისა და 36 მეტრი სიღრმისაა. მისი მეშვეობით გვირაბების ვენტილაცია-განიავება ხდება. შახტი იმ ადგილზეა განთავსებული, სადაც გზა უნდა გადიოდეს. შახტი გამწვანების თარგის ტერიტორიაზე გადავა და იგი ფუნქციონირებას სრულად განაგრძობს. აღნიშნულის შედეგად შევძლებთ, ტერიტორიაზე მოძრაობა აღვადგინოთ, სადაც ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობას დაბრკოლების გამო, შემოვლა უწევდა“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის გზაგამყოფ ზოლში გადატანა და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს. პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)