|
2019-04-25 14:41:06, 1120 ნახვა
საზოგადოება
გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“, ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა
ახალ სახელოვნებო სივრცეში - „ბარნოვის ხელოვნების სახლში", „თიბისის“ მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „ზამთარი გადატანილია" ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს" თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა. წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით: „ტყუილი ქვეყანა იშლებოდა. გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო. როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა. მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მაგას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამეები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ეგრე დავარქვით – ზამთარი გადასატანია." ამ გამოფენიდან 25 წლის შემდეგ გურამ წიბახაშვილი დროში მოგზაურობს და თავის ფოტოებში საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს აღწერს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ურთულეს პერიოდს ებრძვის, მეორე მხრივ, კი ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას. წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა. 1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც თიბისის ორგანიზებით სტუდია - "Film Asylum"-მა მოამზადა. ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის - კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, ლადო ბურდული, ილიკო ზაუტაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მანანა არაბული, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეო ხატიაშვილი, რობი კუხიანიძე და სხვები. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ. პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა „ინდიგოსა" და თიბისის ორგანიზებით, კვირაში ერთხელ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების საუბრები შედგება. რუსთაველის N 18-ში „ბარნოვის ხელოვნების სახლი" სწორედ ამ გამოფენით გაიხსნა და დაიწყო ფუნქციონირება. ახალი სივრცე გურამ წიბახაშვილის გამოფენას 31 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)