|
2019-04-24 12:05:50, 1563 ნახვა
კომენტარი
მეთოფიშვილი ანა დოლიძეზე: ის სიბინძურე რასაც აკეთებს, ჯანსაღი კრიტიკისაგან ძალიან შორსაა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საკუთარი Facebook-ის გვერდზე საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება და მას „სასამართლო სისტემის მტერს“ უწოდებს. მეთოფიშვილის გაღიზიანება ანა დოლიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ „იუსტიციის სკოლა კლანის შემადგენლობისთვის ჯარისკაცებს აწარმოებს“. „დოლიძემ საერთოდ სახე დაკარგა! გუშინ დოლიძე იმ შეხვედრაზე იყო, რომლის თაობაზე წინა პოსტი დავწერე და ბორჯომიდან განაცხადა, რომ “ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის”(???). წარმოიდგინეთ რამდენს ბედავს!!! ეს ხომ სასამართლო სისტემის ამაზრზენი და ბინძური შეურაცხყოფაა! იუსტიციის უმაღლესი სკოლის და მისი დამოუკიდებელი საბჭოს (ბორდის) შეურაცხყოფაა! განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა მოსამართლეების შეურაცხყოფაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაინიშნენ!!! აქედან უმეტესობას არც კი ვიცნობდი დანიშვნამდე!!! როგორ ფიქრობთ დოლიძე, რომელიც ბედავს და ახლადდანიშნულ ნიჭოერ, კეთილსინდისიერ და მიუკერძოებელ ახალგაზრდა მოსამართლეებსაც კი ასე დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და თავხედურად ესვრის ტალახს, რამეს სასიკეთოს გააკეთებს სასამართლო სისტემისათვის? ფაქტიურად ეს არის მტერი მთელი სასამართლო სისტემის! რამდენი ხანია არის საბჭოს წევრი და არაფერი არ გაუკეთებია ლანძღვის გარდა! რისთვის იღებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ტოლფას ხელფას? დამეთანხმეთ, რომ ის სიბინძურე რასაც დოლიძე აკეთებს ძალიან შორს არის ჯანსაღი კრიტიკისაგან! არაფერს აღარ ერიდებიან!!! სიცრუე, მოსამართლეების შეურაცხყოფა და დაშინება, ძალადობისკენ მოწოდება, ბინძური ჭორების შეგროვება და გავრცელება, ფეიკ-კვლევების შექმნა და ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება, ბინძური და უზნეო ვიდეო რგოლების შექმნა და გავრცელება და ა.შ. ... ეს არის კაპიტანი გიგაურის, კოლექტიური ჯანეზაშვილების, დოლიძეების, სალაძეების და მათნაირი პოლიტიკოსების სასამართლოზე თავდასხმის მეთოდები და ტაქტიკა! მე ვფიქრობ, ეს ერთი მხრივ გახდა ძალიან სამარცხვინო, თუმცა მეორე მხრივ შეიძლება კარგიც იყოს, ვინაიდან ამ ფარისევლებმა ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე აჩვენეს თავისი რეალური სახეები და ის თუ როგორი სახიფათო და საშინლად ბინძური თავდასხმის მეთოდები გააჩნიათ!!! ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ესენი ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, ავიწყდებათ რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი!!! ესენი არიან ცრუ, მატყუარა ხალხი! ყველაზე სახიფათო და საშიშია, რომ მატყუარა ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ნიღბები მათ სახეებზე!“ - წერს მეთოფიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)