10:29 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 19:04:06, 1700 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა,  საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი რეგულაციებს გადახედავს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული.

"მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს  რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა.  ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ მთავარია არა კონკრეტული მაჩვენებელი, არამედ ის თუ როგორ ვუდგებით საკითხს - მოკლევადიან თუ გრძელვადიან ჭრილში.

"აქ მთავარი არ არის, რამდენი იქნება ზრდა 0,8 თუ 0,6 პროცენტი. აქ საუბარია ვადიანობაზე -  ჩვენ მოკლევადიანად ვუდგებით საკითხებს, თუ გრძელვადიანად. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება მიღებული იყო სტაბილურ და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმით , მოკლე ვადაში 0,6 არის ეფექტი თუ 0,8,"- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics