15:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 18:34:57, 1503 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე: „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის"  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის იურისტი თეიმურაზ გაბრიაძე სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა.

იგი პანელურ სესიაზე - „საკადასტრო სისტემის სისრულე" - მოხსენებით  „საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომებით" წარსდგა და მონაწილეებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის  მიმდინარეობისას დანერგილი სიახლეები, გამოწვევები და მიღწეული წარმატებები  გააცნო. თეიმურაზ გაბრიაძემ ასევე,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  მიწის რეგისტრაციის სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, უწყების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კონფერენცია „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის" მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics