23:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 16:58:41, 1358 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობაზე სათამაშოებს შეამოწმებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გრიგოლ კაკაურიძე აცხადებს, რომ 2019 წლის ბოლომდე სათამაშოების შესამოწმებლად ტექნიკური რეგლამენტი დაინერგება. 

კაკაურიძის თქმით, სათამაშოები ტყვიისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობაზე შემოწმდება, როგორც სათამაშოების იმპორტირების, ასევე მათი რეალიზაციის ადგილებში.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტექნიკურ რეგლამენტს სათამაშოების შესახებ 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს და დანერგავს. ამის შემდეგ, უკვე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო  ამ პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობას დაიწყებს. კერძოდ,  ამ სათამაშოების  როგორც ფიზიკური, ასევე დოკუმენტების შემოწმება მოხდება, როგორც იმპორტირების, ისე მათი რეალიზაციის ადგილებში. ზედამხედველობა ნიმუშების აღებას და შემდეგ ლაბორატორიაში გაგზავნას გულისხმობს. იქ მათ  ანალიზი როგორც მძიმე მეტალების, ისე სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოსავლენად ჩაუტარდებათ. მოგეხსენებათ, რომ  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება აქვს, რომ სხვადასხვა პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტებთან აპროქსიმაცია მოხდეს.  ამ ფარგლებში, ჩვენ უკვე ვთარგმნეთ ევროდირექტივა და ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც  ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას  უკავშირდება. უახლოეს პერიოდში  ამ დოკუმენტს  გადავაგზავნით და  როგორც დაინტერესებულ უწყებებთან, ასევე ბიზნეს წრეებთან და სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ“, - აცხადებს გრიგოლ კაკაურიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics