23:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 19:12:38, 2052 ნახვა

ეკონომიკა
Impact Hub Tbilisi GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალს უმასპინძლებს

23 აპრილს, 15:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს  GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალს. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუთი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და Pain Care Labs-ის დამფუძნებელი ემი ბექსტერი.

80 ახალგაზრდა მეწარმე საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სტუმრებისა და ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეები წინასწარი განაცხადების საფუძველზე იქნენ შერჩეული. მათ სამი დღის განმავლობაში ამერიკელ ექსპერტებთან ერთად იმუშავეს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და თავიანთი იდეების დახვეწაზე.

ღონისძიებაზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი: I ადგილი მიიღებს 2000 დოლარს და დამატებითი ინკუბაციისთვის გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. II ადგილს გადაეცემა ფულადი ჯილო 1000 დოლარის ოდენობით.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, Impact Hub Tbilisi-თან და VentureWell-თან თანამშრომლობით, ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის  და გაეზიარებინათ საერთაშორისო მენტორების  უნიკალური გამოცდილება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics