2019-04-22 18:27:43, 3015 ნახვა
მსოფლიო
შრი-ლანკაში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ეროვნულმა ერთობამ“ აიღო
შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება „ჯამაათმა“, იგივე „ეროვნულმა ერთობამ“ აიღო, - ამის შესახებ alarabiya მთავრობის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება შედარებით ახალია და ამიტომ მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაჯგუფება სხვა უფრო დიდი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ იმართება. აღსანიშნავია, რომ მანამდე ხსენებული დაჯგუფების საქმიანობა მხოლოდ ვანდალიზმს უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 290-მდე ადამიანი დაიღუპა, 500 კი, დაშავდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან