2019-04-22 15:17:33, 2903 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოში გახსნილ უბანზეც გაიმარჯვა - ხმების 99% დათვლილია
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. ამ დროისთვის უკრაინულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99% დათვალა.
აღნიშნული მონაცემებით ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 73.21% მიიღო, ( 13 406 990 ამომრჩეველი) მიიღო, ხოლო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 24.46% (4 479 841 ამომრჩეველი).
ცნობისთვის, საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბანზეც, რომელიც უკრაინის საელჩოში იყო განთავსებული, ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმების 50,38% მიი. საქართველოში ზელენსკიმ ხმა უკრაინის 389 მოქალაქემ მისცა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან