10:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 14:55:41, 1642 ნახვა

კომენტარი
მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაზე: ეს მცდელობაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევა მოხდეს

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევა მოხდეს", - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის გაწვევას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს წევრებზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს.

"ეს არის პოლიტიკური საკითხი. გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ. მოთხოვნა არის აბსოლუტურად არარეალური და უსაფუძვლო. მეტსაც ვიტყოდი, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გამო საკითხის დაყენება ჯეროვანი და არაჯეროვანი შესრულებისა, არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ასე დეტალებში არ ესმოდეთ ეს ტერმინები. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევა მოხდეს და ეს არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა იუსტიციის საბჭოს მიერ დამოუკიდებლად, არამედ გარე მითითებების საფუძველზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას ითხოვს. ესენი არიან: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics