|
2019-04-22 12:45:28, 1905 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანი: ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება
„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ გაზით მომარაგებაზე, რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე, მაგრამ „არ აშენდეს ჰესი" - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, გუშინ მოხდა პროვოკაცია. „ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა" - აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა. გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი არის აბსოლუტურად უსაფრთხო. „20 მეგავატიანი ჰესი რომ დგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს? თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე" - განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა. მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)