13:32 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-20 14:45:19, 1583 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის დოკუმენტის გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“  ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა  უკანასკნელ წლებში მრავალი მიმართულებით გაღრმავდა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მორიგი დახმარება აღმოუჩინა. მიღებული ტექნიკა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან არაერთი დახმარება გვაქვს მიღებული, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებაა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ჩინეთის მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ გადმოცემული აღჭურვილობა  ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შეუფერხებელ განვითარებას“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა.

  

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics