11:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 19:19:35, 2041 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი - მესმის მონპელიეში მყოფი ადამიანების, მაგრამ ზოგიერთი პარტია მათი გაჭირვებით მანიპულირებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებიც დევნილის სტატუსის მოთხოვნით აქცია მართავენ.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე 13-მა სახელმწიფომ აღიარა, რაც იმას გულისხმობს, რომ მსგავსი გზით თავშესაფრის მიღების მსურველთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვარი  ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება გახლავთ. თითოეული ჩვენთაგანის, ჩემი, როგორც მთავრობის  რიგითი წევრის უმთავრესი ამოცანაა, რომ ჩვენ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ, რადგან ამას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ  ევროკავშირში ინტეგრაციის ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი შენარჩუნებული იყოს. ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ,  სერიოზული ნაბიჯები იდგმება.  ცამეტამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც საქართველო უსაფრთხო ქვეყანად გამოაცხადა. ეს გულისხმობს იმას, რომ იმ მოქალაქეების მოთხოვნები, რომლებიც  ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მიღების კუთხით მიმართავენ, დაკმაყოფილებული არ იქნება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდოს ამას“, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე სამი თვეა ქალაქ მონპელიეს ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი. ისინი დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics