2015-06-25 14:26:09, 554 ნახვა
საზოგადოება
ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მუშაკების გადამზადების ვადები 2 წლით გადავადდება
ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მექანიზმები და სოციალური მუშაკების გადამზადების ვადები 2 წლით, 2017 წლის 1 სექტემბარმდე გადავადდება.
პარლამენტში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის პროექტია ინიცირებული.
პროექტის თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიისტროს და საქართველოს მთავრობას 2017 წლის 1 სექტემბრამდე სოციალური მუშაკებისთვის შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და ძალადობრივი დამოკიდებულების მქონე პირთათვის ქცევის შეცვლის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან