|
2019-04-19 15:00:08, 1674 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ქობულიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე - გარწმუნებთ, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს
„გიორგი ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მედიის წარმომადგენლები ქობულიას გათავისუფლების მიზეზით დაინტერესდნენ და პრემიერს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს რაიმე ტიპის პირობები ან წინააღმდეგობები. „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება, ასე რომ გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მივიღო მე და ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. გარწმუნებთ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ „მაკკენზის“ უფროსი პარტნიორი. თვითონ ეს ფაქტი არის მეტყველი იმაზე, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა და მე ვფიქრობ, მან ეს ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიხედვით, რომელიც ერთად იყრის თავს ეკონომიკის სამინისტროში და უფრო მეტიც, მე ვფიქრობ ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)