|
2015-06-25 14:02:36, 375 ნახვა
პოლიტიკა
მოხალისეების საქმიანობა კანონით დარეგულირდება
ფიზიკური პირის საზოგადოებრივ საქმიანობაში უანგაროდ და ნებაყოფლობით ჩართვა კანონით დარეგულირდება. პარლამენტში „მოხალისეობის შესახებ“ კანონის პროექტი დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. პროექტის თანახმად, მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ასაკის და ზევით. 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობაში მონაწილეობას მიიღებს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეობით ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. მოხალისეთა შრომის გამოყენების შესაძლებლობა ექნება რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ან მის ფილიას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ასევე, მოხალისედ მუშაობა შესაძლებელი იქნება ავტორიზებულ საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში. მასპინძელი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანება. მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს. ასევე, ვალდებული იქნება მოხალისეობის განხორციელებისას დაკავშრებული ხარჯები აანაზღაუროს, უზრუნველყოს მოხალისე უსაფრთხო გარემოთი. კანონპროექტი საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის აქტივობებს არ განსაზღვრავს. მოხალისედ ყოფნის დროს პირს შეუნარჩუნდება უმუშევრობის სტატუსი და უფლება ექნება, ისარგებლოს იმ შეღვათებითა და დახმარებით, რომლებიც უმუშევართათვის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)