20:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 19:23:57, 2137 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა ქობულია - მხოლოდ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ

"პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკის მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულიას შესაძლო გადადგომის მთავარი მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის.

„პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ. მედია წერს, რომ მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ბრიფინგზე გააკეთებს. ინფორმაციას გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მინისტრის გადადგომა უწყებაში არ დაგვიდასტურეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics