|
2019-04-18 19:15:53, 2170 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მივესალმებით ინიციატივას, რომ პანკისში, ხადორი 3-ის ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს
„დღეს ჩვენ შევხვდით ძალიან პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის აღინიშნა, რომ ჰესების მშენებლობის დაგვიანებით ჩვენ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული გარე წყაროებზე, ხოლო ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, უფრო მოწყვლადი ხდება. ასევე განვიხილეთ ხადორი 3 - ის მცირე ჰესის პროექტი და ვისაუბრეთ იმ სიკეთეზე, რომელსაც აღნიშნული ობიექტის განხორციელება ხეობას მოუტანს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრა დუისში ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხეობის ახალგაზრდების, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს პანკისის ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციას მიაწოდეს. მინისტრის მოადგილემ მოიწონა ინიციატივა, გაფორმდეს სამმხრივი შეთანხმება ხელისუფლების, ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსა და ინვესტორს შორის. „ჩვენ ვიქნებით იმის გარანტორი, რომ ყველა ვალდებულება, რომლსაც ინვესტორი აიღებს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასაქმება, თუ ადგილობრივი ფონდის შექმნა, აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ნათია თურნავამ. შეხვედრამ დუისში კონსტრუქციულად ჩაიარა. მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს ხეობის მცხოვრებთა შეკითხვებს, რომლებიც არა მხოლოდ ჰესებს, არამედ ხეობის მცხოვრებთათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, პროფესიული გადამზადების და მიკრო და მცირე ბიზნესის სტიმულირების პროგრამებს, აგრეთვე საგზაო და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეხებოდა. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხეობის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს გაეცნო. პანკისის ხეობაში კომპანია „ფერი" „ხადორი 3" - ისა და „სამყურისწყალი 2" - ის ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ინვესტორი ორივე ჰესის ასაშენებლად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)