12:04 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 16:47:49, 1581 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი „ოცნებას“: როგორ მოახერხეთ, რომ ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგვამხეთ დასკვნა?!

როგორ მოვახერხეთ, რომ ჩამოვიყვანეთ ვეენციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ და ამ კომისიამ ამოაყირავა მაგიდა, ის მაგიდა, სადაც „კლანს“ ბენეფიტები გამზადებული ჰქონდა?! - ამ შეკითხვით პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის.

„გამოცდა არის პრინციპი. როგორ ახერხებთ, რომ მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენის საკითხს აყენებთ? ეს ხომ იცით, რომ გასაჩივრდება? რეგლამენტის რომელი მუხლით ახერხებთ, რომ პრინციპი გამოგაქვთ მეორე მოსმენაზე? თუ საერთოდ აღარაფერს ფასი აღარ აქვს და როგორც თქვენ გინდათ, ისე კეთდება. ის სიტყვათა წყობა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, ეს თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლებელია ვიღაცებისთვის გამოიყენონ გამოცდა და ვიღაცებისთვის არა.

როგორ მოახერხეთ, ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგამხოთ თავიდან ბოლომდე დასკვნა. ამ კითხვაზე ყველაზე მეტად მაინტერესებს პოლიტიკური პოლიტიკური პასუხი. დარწუნებული ვარ, უმრავლესობის ყველა წევრს ეს კითხვა აქვს - როგორ მოვახერხეთ, ჩამოვიყვანეთ ვენეციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ, რომ რასაც ისინი იტყვიან, ყველაფერს გავითვალისწინებთ და ამოაყირავა ამ კომისიამ ის მაგიდა, სადაც კლანს ჰქონდა გამზადებული ბენეფიტები“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics