|
2019-04-18 14:04:54, 2096 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ტყუილია, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მოსამართლეების შერჩევის საკითხს უკავშირდებოდა, გამოცდების გაუქმების გარდა, არცერთი არ გაითვალისწინა. ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს კანონპროექტიში არ ასახავს. "ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. ტყუილია, რაც ითქვა, რომ თითქოს უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაიზიარა. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ კანდიდატი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დარეგისტრირებული პირი, ის იმავდროულად იუსტიციის საბჭოს წევრი არ უნდა იყოს. აქ ეს შესაძლებლობა დატოვებულია. ამ შემოთავაზებული ცვლილებებითაც კი, მმართველი პარტია გვთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეეძლებათ საკუთარი თავის ნომინირება, ერთადერთი, ხმის უფლების გარეშე, რაც არ არის ის რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს",- განაცხადა ეკა ბესელიამ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)