|
2019-04-18 12:23:24, 1355 ნახვა
პოლიტიკა
კვიპროსის პრეზიდენტი: ჩვენ და საქართველოს პოლიტიკურად და რელიგიურად დიდი კავშირები გვაქვს
ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად, რელიგიურად ჩვენ დიდი კავშირები გვაქვს, - ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კვიპროსის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრები საქართველოს და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძებლობას იძლევა. ამასთან, მისივე განცხადებით, საქართველოსა და კვიპროსს შორის საქმიანი ურთიერთობის გაღრმავების შანსები არსებობს, ამიტომ ორივე ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენოს. ეს არის შესანიშნავი შანსი, იმისათვის, რომ ჩვენმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შესაძლებლობები და გამოიყენონ ეს შესაძლებლობები.საქართველოს და კვიპროსს შორის განსაკუთრებული, დიდი ხნის ურთიერთობა არსებობს და მინდა გითხრათ, რომ ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად, ასევე რელიგიურად ჩვენ ძალიან დიდი კავშირები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს კავშირები წლების, საუკუნეების განმავლობაში ღრმავდებოდა. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და დიდ პატივს ვცემთ ამ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი ვიზიტი საქართველოში ისტორიულია. ეს არის კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი და მიმაჩნია, რომ ის იქნება ქვაკუთხედი ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ჩართულობის ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ამავდროულად ის უნდა გაუმჯობესდეს ხარისხობრივადაც. არის მთელი რიგი მემორანდუმები, ხელშეკრულებები, იგივე სოფლის მეურნებობის სფეროში, კლასიფიცირებული ინფორმაციის სფეროში, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სფეროში, საქონლის, პროდუქტის, სერვისების გაცვლის სფეროში ჩვენს ორ ქვეყანას შორის. იმიასათვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ორმაგი დაბეგვრა საქართველოსა და კვიპროსს შორის, მათ ბიზნეს ასოციაციებს შორის, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ასეთი შეხვედრები საქართველოს და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძებლობას იძლევა. ის ამჟღავნებს ახალ შესაძლებლობებს, ახალ ბაზრებს ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ახალი, არსებითი ინვესტიციების შესახებ ვიფიქროთ იგივე ტელეკომუნიკაციის სფეროში, ტურიზმის, საბანკო სფეროში და სხვა. ეს ხელსაყრელი მდგომარეობა ჩვენ საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ანგლოსაქსური გარკვეული მემკვიდრეობა. ამასთან, გეოგრაფიული მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ ხელმისაწვდომობა იყოს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთზე, აზიის ბაზრებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ურთიერთობა ჩვენს ბიზნესწრეებს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს არის პროგრესული ნაბიჯი ევროკავშირისა და საქართველოს წინსვლისა. ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება - ეს ყველაფერი ეხმარება როგორც პოლიტიკურ გაერიანებებს, ეკონომიკურ ინტეგრაციას, ასევე ადამიანთაშორის ურთიერთობას და საბოლოოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს. აუცილებელია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმები და ინიციატივები ხორცშესხმული იყოს. არსებობდეს მდგრადი განვითარება როგორც საქართველოში, ასევე კვიპროსში. ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო ინიციატივები გამოვკვეთოთ და შევძლოთ კვლავ გავაღრმაოთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა“, - განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)