20:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 09:25:09, 1767 ნახვა

სამართალი
შსს-მ იმერეთში დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1955 წელს დაბადებული დ. კ. და 1968 წელს დაბადებული თ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება (327 გრამი) – „ჰეროინი“ ამოიღეს.

მეორე ბრალდებულის თ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“-ს შემცველი ფხვნილი ამოიღო.

ორივე ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics