12:04 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 16:11:28, 1533 ნახვა

პოლიტიკა
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

საპარლამენეტო უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა ხვალისთვის, გადაიდო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრა გაიმართა.

„გამოითქვა მოსაზრება და თხოვნა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია ჯერ ჩასწორებული ტექსტი დარიგდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე საგნობრივი განხილვა ამ კანონპროექტის, რაც ჩვენ გავიზიარეთ. შესაბამისად გთავაზობთ, რომ დღეს აღარ გამოვიტანოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პლენარული სხდომა ხვალ 12:00 საათზე დაიწყება. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics