22:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:40:17, 2279 ნახვა

ეკონომიკა
„ფორბს საქართველოს“ მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია

Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვების, სამთო-მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში ჩართული კომპანიები.

ჰიპერმარკეტი „გორგია“ (შპს „ბი ემ სი გორგია“) საერთო სიაში 38-ე ადგილზეა, ხოლო სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობის სფეროში  უპირობო ლიდერია.

როგორც კომპანია „გორგიაში“ განგვიმარტეს, მათი წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა, რაც გამოიხატება მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი და საუკეთესო ფასების  შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფითა და,  ზოგადად, კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით:

„გორგია“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვმუშაობთ ჰიპერმარკეტის განვითარებაზე, სერვისის სრულყოფაზე და მომხმარებელის კმაყოფილების ამაღლებაზე, რის შედეგადაც  ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში შეიძინოს 50000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად“.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics