12:04 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:24:53, 1672 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიქმნა. შესაბამისი დადგენილება საკანომდებლო ორგანოში დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

საბჭოს შექმნას პარლამენტის 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ დადგენილების წინააღმდეგ ხმა არც ერთ კანონმდებელს არ მიუცია. 

ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე არეგულირებს და წესებს განსაზღვრავს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ.

კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინე ფრუიძეა. 

ეთიკის საბჭოს 16 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics