10:25 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 09:32:43, 1127 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: დიმიტრი ხუნდაძისგან პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და მუქარა შემაშფოთებელია

ცინიკური და შემაშფოთებელი დღეს დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და თან მუქარა“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელევიზიებით გაჟღერებულ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, მისთვის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან.

„დღეს „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელევიზიებით სიძულვილის ენისა და ბილწისტყვაობის გავრცელების შესახებ ისაუბრა და დაიმუქრა კიდევ - სადმე სახიფათოდ არ გაწყდესო.

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ამას გარდა, ასეთი მეთოდებით ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პრაგმატულადაც წამგებიანად მიმაჩნია.

თუმცა დღეს პოლიტიკურ დისკუსიაში არსებული სიძულვილის კლიმატი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებაა და წლებია „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ არ დაეთანხმებათ. სიძულვილისა და აგრესიის გავრცელება ხდება ყველგან, სადაც ხელისუფლებას ხელი მიუწვდება, იქნება ეს მათი მხარდამჭერი ტელევიზიები, პროპაგანდისტული გვერდები სოციალურ მედიაში თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპიკერები თავად ივანიშვილის ჩათვლით.

რაც მთავარია, სიძულვილის და ძალადობის პროპაგანდასთან ერთად, ივანიშვილის პოლიტიკის საკვანძო და ყველაზე ბინძური ნაწილი ოპონენტების წინააღმდეგ დაუსჯელი ფიზიკური ძალადობა და პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი.

ამიტომაა განსაკუთრებით ცინიკური და შემაშფოთებელი დღეს დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და თან მუქარა, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა არსებულ გარემოზე სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეკისრება“,  - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics