2019-04-16 13:35:57, 1594 ნახვა
პოლიტიკა
„ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას“ - ენმ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
როგორც ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნული საქმის გამოძიებით დაინტერესებულ არ არის.
„დიდი დრო გავიდა ამ მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას. ვინაიდან, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ობიექტურ გამოძიებაში და ერთადერთი ბერკეტი და გამოსავალი დაგვრჩენია ის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა ამ კომისიის ფარგლებში მაინც მოხერხდეს ამ საზარელი მკვლელობის ფაქტის გამოძიება“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან