13:14 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:08:40, 507 ნახვა

საზოგადოება
თემაზე - „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში - გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები“ საჯარო დისკუსია გაიმართა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში, თემაზე - „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში -  გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები“ საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რეუსრსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე  საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკა და მათი ხარვეზები განიხილეს.  გიგლა აგულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თბილისში, 13 ივნსისს მომხდარი სტიქიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინა.  შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დისკუსიაში ასევე, მონაწილეობდნენ ქალაქმგეგმარებელი    ზურაბ ბაქრაძე,  გარემოს დაცვის სპეციალისტი მამუკა გვილავა,   ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (სზიმ) პასუხისმგებელი პირი, საქართველოში შავი ზღვის კომისიის სზიმ მრჩეველთა ჯგუფის წევრი,  C/O გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics