19:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 17:21:41, 1474 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის მე-4 ბ მიკრორაიონის N32 ა - 35 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში მდებარე N32 ა - 35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური კალათბურთის მოედანი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„რაიონის მასშტაბით, გამგეობა არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გასართობი და რეკრეაციული სივრცეების შექმნაა. აღნიშნული სკვერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შედეგად კი გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება, სადაც გასართობი ზონების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის კალათბურთის მოედანიც მოეწყობა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „პე - ბე“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 222 083 ლარია გათვალისწინებული.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics