|
2019-04-15 13:15:53, 2045 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს (Mr. Tao Zhang) შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, რომელიც სრულად უჭერს მხარს მთავრობის რეფორმების გეგმას. იმსჯელეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე წელს და საშუალოვადიან პერიოდში, მიმოიხილეს სტრუქტურული რეფორმების დინამიკა. „ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, აღწევს დიდ პროგრესს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი როგორც ყოველთვის, გააგრძელებს მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის ჩათვლით, ძალიან კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ. შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.
(NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)