08:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 10:53:51, 1800 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ.

უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს - დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული დ.ფ.-ს ერთ-ერთი მათგანის მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე - დაბა ბაკურიანში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics