12:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 15:42:44, 2233 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში - მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობაა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძე "დაიცავი საქართველოს" ყრილობას მოტყუებულთა ყრილობა უწოდა. 

"ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში. მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა შეიძლება ვუწოდოთ მას. უცნაური ისაა, რომ მის ორგანიზატორებს იმეგდგამცრუებლის და მომტყუებლის მიმართ აუგი ვერ დააცდენინეს. ეს იმიტომ, რომ მიზნებიც ჭრელი აქვთ: ერთ ნაწილს კვლავ უკან მიჩოჩება უნდა, მეორეს - მღვრიე წყალში ფულის შოვნა, როგორც არაერთხელ გამოსვლიათ, მესამეს-შურისძიება დაუმსახურებელი გარიყვისათვის, მეოთხეს - გაუქმებული გრანტის აღდგენა და ა. შ. ცვლილებების გულწრფელი მომხრეებიც არიან, რომლებსაც სურთ, რომ ”ესენი უნდა წავიდნენ, ოღონდ ისინი არ უნდა მოვიდნენ”. როგორი პრაგმატული თუ იდეალისტური მიზნები არ უნდა უნდა ამოძრავებდეთ, ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილს საყრდენი ჩამოეშალა და წვრილფეხა ფუნციონერების ამარა დარჩა.  დანარჩენი დროის და ტექნიკის საქმეა!", - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics