|
2019-04-12 16:49:08, 1916 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: „ქართული ოცნება“ ადამიანებს პატიოსანი გზით ხელისუფლების გადარჩევის საშუალებას ართმევს
„ზუგდიდში მომხდარი ძალადობა არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა“,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველ გუნდს საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებები არ აინტერესებს და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. "ქართული ოცნება“ ადამიანებს ფაქტობრივად ართმევს პატიოსანი გზით ხელისუფლების გადარჩევის საშუალებას. მათთვის ყველაზე დიდი შემაკავებელი ფაქტორი სწორედ ხალხი გახდება. კანონი ხომ დასჯის თავის დროზე, მაგრამ ხალხი მოუღებს ბოლოს, რადგან მათ ფაქტობრივად არჩევნები გააუქმეს. ეს არავის შერჩება. ზუგდიდში მომხდარი ძალადობა არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა. არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დიდი სახელმწიფო, მათ შორის აშშ და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელთაც არ აღენიშნოთ, რომ ეს არის მოსყიდული, ძალადობრივი გზით და უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები. ვინმე იფიქრებდა, რომ ხელისუფლება ოდნავ მაინც არ შეცვლიდა თავის ტაქტიკას? არა. მათ არ აინტერესებთ არავისი აზრი. მათ აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)