|
2019-04-11 20:33:40, 4457 ნახვა
Lifestyle
სიკვდილის შემდეგ თქვენი სხეულის ბრილიანტად გადაქცევას შეძლებთ
2020 წლისთვის აშშ-ში გარდაცვლილი ადამიანების ნახევარი დამარხვას კრემაციას ამჯობინებს. ამერიკელების ეს გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არაა, რადგან რიგ შტატებში ადგილი სასაფლაოზე არაადექვატურად ძვირი ფუფუნება ხდება. ნებისმიერი ძუძუმწოვარი არსების სხეული ნახშირბადისგან შედგება, რომელიც წვის შემდეგ რჩება (2,5-4,5 ფერფლი) , სწორედ ეს მასალა შეიძლება ხელოვნურ ძვირფას ქვად გადაიქცეს. და თუ ქვის ზომა დარჩენილი ფერფლის რაოდენობითაა შემოფარგლული, ფერის არჩევაში სრული თავისუფლება გეძლევათ. სპეციალურ კამერაში მოთავსებულ ფერფლს კვლავ 1370 გრადუსამდე აცხელებენ , ამასთან მასზე 20 ტონიანი წნევა ხორციელდება , რაც მიკროსკოპული კრისტალური ბადის შექმნას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ქვის "ზრდის" პროცედურა საკმაოდ დიდ დროს, 6-8 კვირას იკავებს. საბოლოოდ ჩვენ უხეშ, დაუმუშავებელ ალმასს ვიღებთ , რომელიც იუველირის ხელში გადადის და ბოლოს ორიგინალური ბრილიანტისგან ძალიან რთულად გასარჩევ მინერალს ვღებულობთ. რა ჯდება ეს პროცედურა? სასაფლაოსგან განსხვავებით ის ძალიან იაფია-0,3 კარატიანი ქვის დამზადება (ეს ყველაზე პოპულარული ზომაა) თქვენ 3000$ + იუველირის მომსახურებას 300-500$ დაგიჯდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)