20:48 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 20:32:40, 1768 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა მიქავამ Google-ის დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ Google - ის ინჟინერიის დირექტორს სარა კლატერბაქს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Google - ის მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება.

ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა google pay, google maps და სხვ., რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი. 

ლაშა მიქავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ბაზარია, მას ჰყავს კარგად განვითარებული დეველოპერები, მოსახლეობა, რომელიც აქტიურად იყენებს google - ის სერვისებს, ასევე განვითარებული ტურიზმი და მზარდი რეგიონალური ბიზნეს საზოგადოება, რომელთა შორის ბევრი Google-ის სერვისების ლოიალური მომხმარებელია. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ სერვისების განვითარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად Google - ის ინტერესებშიცაა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რათა ინტერნეტ - მომხმარებელმა Google - ის სერვისები საქართველოში სრულყოფილად მიიღოს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics