17:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 18:24:25, 1407 ნახვა

საზოგადოება
2018-2019 წლების „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში ეხმარება. 

2018-2019 წლების „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ არშბა გახდა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics