07:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 09:14:08, 1379 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება მოვისმინეთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით

ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება მათ შორის, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვვს ქვეყანაში და ამავე დროს, იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აერთიანებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანბიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდშ კონსულტაციები ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, ჩვენ გუნდში ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები. იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და დღესაც მოისმინეთ შეფასებები, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგობრების, რომ ჩვენი რეფორმათა პაკეტი ძალიან ამბიციური და შედეგებზე ორიენტირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ თვითონ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა. მე გიდასტურებთ, რომ დღესაც მიდის. რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე ყოველთვის დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული პროგრესზე და იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა ადამიანური რესურსი არის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც გვაქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics