|
2019-04-10 21:04:42, 4066 ნახვა
Lifestyle
მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის შესახებ მორიგი აღმოჩენა გააკეთეს
ფლორენციაში მდებარე უფიცის გალერეის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ლეონარდო და ვინჩი ამბიდექსტრი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ორივე ხელით წერა და ხატვა თანაბრად შეეძლო. იშვიათ შემთხვევებში ამბიდექსტრ ადამიანებს ერთდროულად ორივე ხელით სხვადასხვა წინადადებების წერა შეუძლიათ, მაგრამ და ვინჩის შემთხვევაში ამის შესახებ მეცნიერები არ საუბრობენ. მეცნიერებმა და ვინჩის ერთ ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი სახელწოდებით "არნოს პეიზაჟი" შეისწავლეს. ეს ნამუშევარი 1473 წლით არის დათარიღებული, მხატვარი მაშინ 21 წლის იყო. ნამუშევრის უკანა მხარეს და ვინჩის მიერ დაწერილი წინადადების ანალიზის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტექსტის ერთი ნაწილი მარჯვენა, ხოლო მეორე მარცხენა ხელით არის დაწერილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)