11:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:46:24, 334 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი მთავარი პროკურორის წარდგენაზე არ მიფიქრია

„მთავარ პროკურორს ჩემი წარდგინების გარეშე ვერავინ მოხსნის და ამ წარდგინებაზე მე დღეს არ მიფიქრია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, მთავარი პროკურორი ახალი პროცედურებით დაინიშნება, თუმცა, მისნიტრს არ აქვს პასუხი, ვისი წარდგენა მოხდება ამ პოსტზე. 

„როცა კანონი ძალაში შევა, საჭირო იქნება ახალი პროცედურების ამოქმედება.  ჩვენ მოგვიწევს თავიდან ავირჩიოთ და დავნიშნოთ  პროკურორი ახალი პროცედურებით, იქნება ეს იგვე ადამიანი თუ სხვა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მთავარ პროკურორს ვერავინ მოხსნის ჩემი წარდგინების გარეშე და ამ წარდგინებაზე მე დღეს არ მიფიქრია. ველოდები რეფორმას, როცა რეფორმა განხორციელდება რა თქმა უნდა ახალი პროცედურით უნდა ავირჩიოთ ახალი მთავარი პროკურორი“, – აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics