16:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 15:34:40, 1328 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი: სიცრუეა, რომ თითქოს დაავადებული ხეების ნაცვლად ჯანსაღი ხეები იჭრება

ინფორმაცია დაავადებულის ნაცვლად ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ისაუბრა. 

მან მედიას დაავადებული ხეების ამსახველი ფოტომასალა აჩვენა, სადაც ხე ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა რეალურად, მისი ქერქის ქვეშ სხვა მდგომარეობაა. 

გიგა გიგაშვილის თქმით, დაავადებულ ხეებთან დაკავშირებით სამი კვირის წინ შედგა სპეციალური კომისიის სხდომა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან. 

„დღეს, კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ დაავადებული ფიჭვების ნაცვლად იჭრება ჯანსაღი ფიჭვები და თითქოს ეს ტერიტორიები უნდა იქნეს სამშენებლოდ გამოყენებული, რაც სიცრუეა. დაახლოებით სამი კვირის წინ იყო სპეციალური კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო ეს საკითხი. სხდომაზე მოწვეული იყო, როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე, ასევე, ყველა ჩართული სამსახური, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ის კვლევები, რომელიც ასახავს დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ასევე, წარმოდგენილი იყო დედაქალაქის გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტი. აღსანიშნავია, რომ არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ დასწრებია“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა. 

მისი თქმით, ხეების დაავადება დადასტურებულია კვლევებით, რომელთა საფუძველზე დედაქალაქში სანიტარიული ჭრის მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. მოჭრილი ხეების კი ახალი ნარგავებით ჩანაცვლდება.

„ყველა ტერიტორიაზე, ეს იქნება კერძო საკუთრება თუ მუნიციპალური, სადაც განხორციელდება სანიტარიული ჭრები, აუცილებლად მოხდება მათი ჩანაცვლება იმავე რაოდენობით ჯანსაღი ხეებით. მემორანდუმი, რომელიც გააფორმა დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიებთან, სწორედ ამას ემსახურებოდა“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics