12:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 15:28:24, 2181 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

თალაკვაძისთვის გაუგებარია რატომ აკავშირებენ ივანიშვილის ინტერვიუს საპარლამენტო არჩევნებთან, მაშინ როდესაც არჩევნები 2020 წელს არის ჩანიშნული.  

"პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე - აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას. საზოგადოების გაერთიანებაზე და 9 აპრილზე გამოთქვა პოზიცია - ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, - არადა, არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა. და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც ბატონებო ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ?! 

სასამართლოზე მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რომელიც უდავოა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადამოწმებული აქვთ: 1. გადაწყვეტილებები მოქალაქეების სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილია 2. სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები მკვეთრად შემცირებულია. 

ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics