13:14 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:26:46, 497 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

2015 წლის 25 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ წამყვანი ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს 11 მედიკოსის: თერაპევტის, პედიატრის, ქირურგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის და ექოსკოპისტის უფასო სამედიცინო მომსახურება. ასევე, ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპის და გლუკომეტრის საშუალებით.

ხვალ, წალკაში ასევე, დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლების ვიზიტი.

ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ წალკაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდან ჩასახლებულს მოსახლეობასთან. გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შეძენილი საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს.

წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია“ აჭარიდან ჩასახლებულ 5 ოჯახს გდასცემს საკვებ პროდუქტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics