14:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 11:23:46, 1308 ნახვა

საზოგადოება
„ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს“ - რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

ვიდეოში ჩანს, როგორ კამათობენ სასულიერო პირები, თუმცა საკამათო თემის არსი გაუგებარია. ვიდეოს დასაწყისშივე ისმის რეპლიკები ბერი გაბრიელის სიმთვრალის შესახებ: „შენ ნასვამიც ხარ არა?!“, „მთვრალია ეს, მთვრალი“ , “ნასვამია ეგა, გაუშვი“.

კამათის პროცესში, როგორც ვიდეოდან ირკვევა, ეპისკოპოსი, ბერ გაბრიელს შემდეგი ფრაზებით მიმართავს: „ვინა ხარ, შენი ნათქვამი რომ გავითვალისწინო?“,  „ეპარქიაში მე მაქვს უფლება ბრძანებისა, შენ აქ არაფერი არა ხარ“, „ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს, თუ ნაგავი ხარ, წადი სანაგვეზე“.

თავის მხრივ, ბერი გაბრიელი ეპისკოპოსს ეუბნება, რომ მას „პატივს არ სცემს“, რაც იქ მყოფების გაღიზიანებას იწვევს და ვიდეოს დასასრულს, ბერი ოთახიდან ძალით გაჰყავთ.

„ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი“, - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში. 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics