05:58 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 13:50:18, 1615 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: ვეთანხმები ივანიშვილს - ეშმაკი ყოფს, მაგრამ მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

უგულავამ ივანიშვილს "ეშმაკი" უწოდა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ქვეყანა დაყო. 

"ვეთანხმები ივანიშვილს- ეშმკი ყოფს! და ვინ თუ არა თვითონ ღვარძლით, ბოღმით და შურისძიებით დაყო ქვეყანა. გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა!
ვეთანხმები ივანიშვილს, რომ "ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია". ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ - ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას. ვეთანხმები ივანიშვილს, რომ პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ როცა მას 9 აპრილს ადარებ, თან ისე რომ ვარდების რევოლუციას არ ახსენებ, უბრალოდ, მეწვრილმანე მატყუარა ხარ. არ დარდება ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საბჭოთა კავშირიდან, ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვებასთან.  უბრალოდ ამაზრზენია ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, მაშინ როცა ის 1989 წელის მერე რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქე გახდა და "ვიგოვორის" გაადვილებისთვის  ბიძინას ნაცვლად პასპორტში ბორისი ჩაიწერა. გენერალ ლებედს "არასკრუტკებდა" როდიონოვათან ერთად! მოკლედ - დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა პ.ს. შიშს დიდი თვალები აქვს", - წერს გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics