05:58 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 15:34:50, 1550 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: ესპანეთის სპეცოპერაციის დავით ზალკალიანის ვიზიტთან დაკავშირება ღრმად არასერიოზულია

საგარეო საქმეთის სამინისტროს წარომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტთან დაკავშირებას, "ღრმად არასერიოზული პასაჟი" უწოდა.

ამის შესახებ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დავით ზალკალიანს ან რომელიმე მინისტრს, აქვს ის უფლებამოსილება ჩავიდეს ქვეყანაში და გარკვეული პერიოდით ადრე დაგეგმილ სპეცოპერაციაზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს?! კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია. ასეთ ინფორმაციას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ, რადგან მსგავსი ოპერაციები იგეგმება სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, მკაცრად კონფიდენცალურ რეჟიმში. წინასწარ თუ გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვგეგმავთ ადამიანების დეპორტაციას, ბუნებრივია ამას ვერ განახორციელებენ", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით მასშტაბური სპეცოპერაცია „მერლინ-ტაკა“ჩატარდა, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics