04:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 13:58:31, 1719 ნახვა

პოლიტიკა
დარბაზში ხმაურის გამო, პარლამენტმა სკოლის გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. 

საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი,  63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებრობა მოხდა და დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რომელ  რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი.

კობერიძემ კობახიძეს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება სთხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

„არგუმენტი არ არის ხმაური. არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics