11:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 10:39:51, 1186 ნახვა

საზოგადოება
მერია - ვაშლიჯვრის გზაგამტარის პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მწვანე სივრცე შენარჩუნებულია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის მნიშვნელობა.

მისი თქმით, ახლო მომავალში დედაქალაქს ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების გზაგამტარი პანდუსი შეემატება, რაც  ხელს შეუწყობს  მიმდებარე გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები მწვანე ნარგავების  შენარჩუნების მიზნით განხორციელდა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიღომში,  ვაშლიჯვრის გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობის ადგილზე, სადაც  სამუშაოები მიმდინარეობს.  ამ წუთებში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების განთავსება,  შემდეგ უკვე დაიწყება გზის მოასფალტება და კეთილმოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდებარე გზების საცობებისგან განტვირთვას.   ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტად იცის,  თუ რამხელა დისკომფორტს წარმოადგენს ეს კონკრეტული მონაკვეთი, განსაკუთრებით პიკის საათებში,  როდესაც ადამიანებს საათობით უწევთ  საცობებში დგომა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, გადაადგილება გახდეს თავისუფალი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 5 მილიონი დაჯდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პროექტში ცვლილებები განვახორციელეთ. პირველადი პროექტით, ადგილზე არსებული მწვანე ნარგავები მთლიანად უნდა მოჭრილიყო, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით  თბილისის მერიის დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ და ცვლილებები სწორედ  მწვანე სივრცის შესანარჩუნებლად განვახორციელეთ. ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე  მაისის შუა რიცხვებისთვის  დასრულდება და აქ უკვე შესაძლებელი იქნება საცობების გარეშე გადაადგილება.  ვაშლიჯვრის გზაგამტარი იქნება ადაპტირებული. გზის ორივე მხარეს შშმ პირებისთვის  სპეციალური ლიფტები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics