16:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 19:21:24, 1860 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია თავდაცვის უწყების მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ბრალდებებს პასუხობს

„იმის მტკიცება, რისი ფაქტიც არ არსებობს, არის ელემენტალურად იმ ეთიკური ნორმების დარღვევა, რასაც ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციებს.

ლევან იზორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე თავდაცვის უწყებისა და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტები გაიხსენა.

მინისტრის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს: „როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია, შიმშილის პირას ხარ მისული, იმიტომ რომ თურმე ხორცით უზრუნველყოფა უწყვეტად აღარ ხდება, თურმე უნიფორმით მომარაგება აღარ ხდება, ბუნებრივია, ეს არის პირველი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო დარტყმა და შესაბამისად, ამაზე მწვავე რეაქცია მექნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართული ჯარის რეპუტაციისა და ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics