10:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 12:23:04, 1211 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა.

ეროვნულ გამოცდებზე - 41 000-მდე, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე - 12 000-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი, 4 600-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.

გამოცდებისათვის  რეგისტრაცია 12  მარტს  დაიწყო.  წინა წლების მსგავსად მონაწილეთა  მნიშვნელოვანმა ნაწილმა  რეგისტრაცია  ბოლო  დღეებში გაიარა.  მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500  მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7  მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს  საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.  7 მაისის 18:00 საათმდე  უკვე  დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს  გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ  ვადები და  საგამოცდო პროცედურები,  რის შესახებაც  დეტალური ინფორმაცია  განთავსებულია ვებგვერდზე  www.naec.ge. წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები -  ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში  გაიმართება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics