16:13 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 19:51:01, 2972 ნახვა

მსოფლიო
ბრუნეისთან რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა ურთიერთობა გაწყვიტოს - სულთანს კი ვარსკვლავები უპირისპირდებიან

შარიათის კანონების ამოქმედების გამო, ბრუნეისთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას რამდენიმე დასავლური ქვეყანა ფიქრობს. "ევრონიუსის" ცნობით, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე შეუდგა აღნიშნულ საკითზე მუშაობას. 
ბრუნეიში 3 აპრილიდან ამოქმედდება  კანონი, რომელიც შარიათის წესებით, ორი წლის წინ იყო შემუშავებული თუმცა, მისი ძალაში შესვლა მსოფლიო თანამეგობრობის ზეწოლის გამო, ბრუნეის სულთანმა გადადო. 
კანონის თანახმად გეი სექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს.  ჩაქოლვით სიკვდილით დაისჯება ასევე მეუღლის ღალატში ბრალდებული ადამიანი.  ამავე კანონით გათვალისწინებულია ქურდობისთვის ხელების ამპუტაცია.
მსოფლიო ვარსკვლავმა ელტონ ჯონმა მოუწოდა ყველას, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ, სასტუმროებს რომლებიც ბრუნეის სასულთნოს დაქვემდებარებაშია. აღნიშნულ მოწოდებას კინოვარსკვლავი, ჯორჯ კლუნიც შეუერთდა. მას თაყვანისცემლებს მოუწოდა, არასოდეს ისარგებლონ ბრუნეის მონარქის სასტუმროებით.
ბრუნეის სულთან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ფეშენებული სასტუმროების ქსელი აქვს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics